წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე

Friday, November 25, 2016


მარხვა


მარხვა არა მარტო საჭმლისგან თავშეკავებას, არამედ ცუდი ჩვევებისგან საკუთარი თავის მოთოკვასაც გულისხმობს. ის სინანულის ერთ-ერთი სახეა. სინანული კი ყველა გონიერ ადამიანს ეუფლება დანაშაულის შემდეგ. ძალიან ძნელია უყურო ჩადენილ ცუდ საქმეებს და კიდევ უფრო რთულია ის მომენტი, როცა მათი გამოსწორება შეუძლებელია.
"ვედრება" - მაცხოვარი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და წმიდა
იოანე ნათლისმცემელი, ფრესკა გრემის ტაძარში
ამ შემთხვევაში მხოლოდ უფალი, ეკლესია და საკუთარი ძალისხმევა ეხმარება ადამიანს დაძლიოს საკუთარი ცოდვა და განიცადოს პატიების სიხარული. ამისთვის აღსარების საიდუმლოა დაწესებული, ხოლო უფლის სისხლისა და ხორცის მიღება სრულიად ახალი ძალითა და სიხარულით ავსებს ჩვენს ცხოვრებას.
„მარტო ლოცვით სამოთხეში არ შეისვლებაო“, ნათქვამია და ძველი ქრისტიანები მარხვაში მოწყალების საქმეებსაც აძლიერებდნენ. ლოცვასთან ერთად დავრდომილი და უმწეო ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ შემწეობას კისრულობდნენ და მათზე ისე ზრუნავდნენ, თითქოს თავად იესო ქრისტეს უვლიანო. ასე აღასრულებდნენ ისინი მაცხოვრის სიტყვებს: შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, მშიერი ვიყავი და გამაძღეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთო.